თაბაშირ მუყაოს ხელოსანი

თუ  საცხოვრებელი ან კომერციული ფართის დიზაინში თაბაშირ მუყაოს ტიპის ჭერის გაკეთება გადაწყვიტეთ, აუცილებლად დაიხმარეთ თაბაშირ მუყაოს ხელოსანი.
ინტერიერში ესთეტიკურ სილამაზესთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანად დამონტაჟებული ჭერი.
სწორად უნდა მოხდეს არმირება (რკინის კარკასის შეკვრა) თაბაშირ მუყაოს ფილების მონტაჟი, ასეთი კონსტრუქციების სწორად აწყობა კი საკმაოდ რთულია და მოითხოვს სპეციალურ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას. 
Servisebi.ge-დან შეძლებთ კვალიფიციური კადრის შერჩევას.
საძიებო ველში ჩაწერეთ სერვისის დასახელება: თაბაშირ მუყაოს გაკვრა, გიფსოკარდონის ხელოსანი ან სხვა მსგავსი საკვანძო სიტყვები, სისტემა გაგიფილტრავთ შემოთავაზებებს, ფილტრაციის შემდეგ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი და შემსრულებელს დაუკავშირდით განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. პროფესიონალების ჩართულობა თავიდან აგარიდებთ რემონტისას წარმოქმნილ გაუთვალისწინებელ პრობლემებს და გახდება სამუშაოს ხარისხიანად შესრულების გარანტი.
პრემიუმი თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის)  ხელოსანი
თაბაშირმუყაოს (გიფსოკარდონის) ხელოსანი
pin თბილისი

ვარ გიფსოკარდონის ხელოსანი. შეგისრულებთ გიფსო კარდონის ყველანაირ სირთულის კონსტრუქციებს. ვმუშაობ ლაზერებით იდეალურ სისწორით. ასევე ვაკეთებ რელსურ განათებებს ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში სარგებლობთ შემდეგი პაკეტით: 1.სამუშაო ფართის ნახვა,ნახაზების განხილვა თქვენი ან ჩვენი კატალოგების მიხედვით,იმის მიხედვით სად რას ამონტაჟებთ ან სად რა ავეჯი იქნება 2.მასალების აღრიცხვა დიზაინის მიხედვით 3.მასალების მიტანა-ატანა(სართულზე ატანის ხარჯებს იხდის მეპატრონე) 4.მასალების მონტაჟი სწრაფად და ხარისხიანად 6.შეგისრულებთ გიფსოკარდონის ფორმებს და საფარდულებს თავისი ამონათებით და ჩამონათებით დამიკავშირდით ნებისმიერ დროს.ვმუშაობთ თბილისის შემოგარენის მაშტაბით სამუშაოებს შეგისრულებთ სწრაფად და ხარისხიანად

video icon ვიდეო
რამინი ლონდარიძე
593 32 ** **
პრო ვასრულებთ თაბაშირმუყაოს/ამსტრონგის სამუშაოებს
ვასრულებთ თაბაშირმუყაოს/ამსტრონგის სამუშაოებს

პროფესიონალი 16 წლიანი გამოცდილებით ასრულებს თაბაშირ მუყაოს სამუშაოებს-( კედლებს როგორც მეტასლის ყველანაირი კონსტრუქციით, ასევე იაფი გიფსოზე ). ყველანაირი სირთულის ჭერებს -( გიფსოს -ფიგურებით, ამსტრონგის, აბშივკის და უფრო რთული კონსტრუქციით). ვასრულებ ნებისმიერი სირთულის პლინტუსებს ( მდფს, პლასმასის, ხის) სამუშაოებს! ასევე მაქვს დიდი გამოცდილება მაღაზიების მშენებლობაში ისეთი როგორც H&M, Zara, Victoria secret ! ვსაუბრობ ქართულად, ინგლისურად , რუსულად! სერვისით , ხარისხით და მუშაობის სისწრაფით დარჩებით ისეთი კმაყოფილები რომ რეკომენდაციას გაგვიწევთ თქვენ ნაცნობებში!

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
გიფსოკარდონის ჭერი გიფსოკარდონის ჭერის დიზაინი გიფსო კარდონის გაკვრა გიფსოკარდონის კედელი
ტელეფონი 558 50 ** **

მომხმარებლის შეფასებები

თაბაშირმუყაოს გაკეთება სურათი
თაბაშირმუყაოს გაკეთება
ბესო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-06-18 16:33:04

ის ბატონი ხელოსანი რომელზეც მე ვწერ არის ძალიან კარგი და პროფესიონალი პიროვნება.ყველას გირჩევთ დაურეკოთ

თაბაშირ მუყაოს მონტაჟი სურათი
თაბაშირ მუყაოს მონტაჟი
ნატა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-04-10 14:08:19

ძალიან კარგი მომსახურეობა გაგვიწია . თანხა ადეკვატური . დროული სამუშაოების ჩაბარება და შედეგით კმაყოფილები ვართ

ფრანგული გასაჭიმი ჭერი ბარისოლი სურათი
ფრანგული გასაჭიმი ჭერი ბარისოლი
Მაია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-03-29 10:49:21

Საუკეთესო მომსახურეობა იყო ნამდვილად, უახლეს დროში, უმაღლესი ხარისხი, უკარგესი ბიჭები

თაბაშირ-მუყაო (გიფსოკარდონი) სურათი
თაბაშირ-მუყაო (გიფსოკარდონი)
ნატალია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-03-24 21:34:36

არჩილ, მადლობა სწრაფი და ხარისხიანი საქმისთვის..... ჩემი დიდი რეკომენდაცია და მადლობები

თაბაშირმუყაოს გაკეთება სურათი
თაბაშირმუყაოს გაკეთება
დათო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-03-17 13:46:34

1 თვე მალოდინა და არ მოვიდა, როგორც ხელოსნების უმეტესობას ამასაც იგივე თვისებები აღმოაჩნდა :(

თაბაშირ-მუყაო (გიფსოკარდონი) სურათი
თაბაშირ-მუყაო (გიფსოკარდონი)
თეა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-03-15 10:50:12

ნამდვილად პროფესიონალი თავის საქმეში! სწრაფად,ხარისხიანად და დათქმულ დროში ასრულებს თავის საქმეს

​თაბაშირ მუყაოს ხელობის ფასი

როგორც წესი თაბაშირ მუყაოს ხელობის ფასი ფიქსირებული არ არის, ძირითად შემთხვევებში ანგარიშდება კვადრატულობის მიხედვით და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე. 
როგორიცაა:
▶ შესასრულებელი საქმის სირთულე
▶ გიფსოს გაკვრა ჭერზე გვინდა თუ კედელზე
▶ რა ტიპის ფილებია საჭირო და ა.შ
შესაბამისად, ამ ძირითადი ინფორმაციის გარეშე რთულია კონრეტული ხარჯების დაანგარიშება.
იმისათვის, რომ დაადგინოთ თუ რა ჯდება გიფსო კარდონის გაკვრა, გირჩევთ გაესაუბროთ თაბაშირ მუყაოს ხელოსანს.
მათთან დაკავშირებას ჩვენი პლატფორმა გაგიმარტივებთ, ვებ-გვერდზე საძიებო ველში ჩაწერეთ სერვისის დასახელება, გაფილტრეთ შეთავაზებები, გაეცანით განცხადების აღწერებს, შერჩეული შეთავაზების ავტორს დაუკავშირდით საკონტაქტო ნომერზე და შემსრულებელი მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად გეტყვით ღირებულებას.

როგორ შევარჩიოთ გიფსოკარდონის ფილები?
ქართულ სამშენებლო ბაზარზე თაბაშირ მუყაოს ფილების საკმაოდ დიდი არჩევანია, ისინი რამდენიმე სახეობად იყოფა და შერჩევა იმის მიხედვით მოგიწევთ, თუ სად და რა დანიშნულებით გსურთ მათი  გამოყენება.
ძირითადად გამოყოფენ თაბაშირ-მუყაოს ფილების 4 ტიპს:
ჩვეულებრივი - გიფსოკარდონის ჭერი ძირითადად სტანდარტული, თეთრი ან მონაცრისფრო ფილებით კეთდება, რომელთა გამოყენებაც სასურველია მშრალი და ნორმალური ტენიანობის პირობებში. ამ ტიპის ფილები აქტიურად გამოიყენება კედლების გასასწორებლადაც.
ნესტგამძლე - იმ სივრცეებში, სადაც მაღალია ნესტიანობა, უნდა გამოვიყენოთ ნესტგამძლე ფილები, რომლებიც მწვანე ან ცისფერი შეფერილობისაა. იდეალურია სააბაზანოში, სამზარეულოსა და სხვა ასეთი ტიპის ოთახებში სადაც მაღალია ტენიანობა.
უზრუნველყოფს ჰიდროიზოლაციას და ხელს უშლის ობის წარმოქმნას.
ცეცხლგამძლე - ასეთი ტიპის ფილები ძირითადად არის წითელი ან ვარდისფერი ფერის. შიგთავსში დამატებულია სპეციალური კომპონენტები, რაც უკეთ უმკლავდება მაღალ ტემპერატურას და ზღუდავს ცეცხლის ალის გავრცელებას.
ამონტაჟებენ ხანძრის რისკის შემცველ სივრცეებში, მაგალითად: თუ გაქვთ ბუხრიანი ოთახი სასურველია ამ ტიპის მასალით მოპირკეთდეს ჭერი და კედელიც.
ხმაგაუმტარი - აქტიურად იყენებენ ხმის ჩამწერი სტუდიებისა და მსგავსი ტიპის დაწესებულებების ინტერიერში.
აქვს ხმის იზოლაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი.

გიფსოკარდონის მონტაჟი კარკასით თუ უკარკასოდ?
გიფსოკარდონის ხელოსანი თაბაშირ მუყაოს კონსტრუქციების გაკეთებისას იყენებს კარკასულ ან უკარკასო მონტაჟის ტიპს.
თითეულს სპეციფიკური მახასიათებლები და უპირატესობები აქვს.
კარკასული მონტაჟი გულისხმობს კარკასის, ანუ ლითონის ან ხის კონსტრუქციის გამოყენებას, ფილას აკრავენ ლითონის პროფილებისგან ან ხისგან წინასწარ გაკეთებულ კარკასზე. 
უკარკასო მონტაჟი გულისხმობს ფილის ზედაპირზე დაკვრა-დაწებებას.
ამ მეთოდის გამოყენებამდე საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, როგორიცაა, კედლების გასუფთავება ძველი საღებავის ნარჩენებისგან, ჭუჭყისგან, კედელზე არ უნდა იყოს ბზარები, ობი; ზედაპირი დაცული უნდა იყოს ნესტისა და ყინვისგან.
ჭერზე კარკასულ სისტემას იყენებენ, რა დროსაც მარტივად ხდება სადენების, ვენტილაციის მილების დამალვა კონსტრუქციაში, რაც ესთეტიკური თვალსაზრისით საკმაოდ პრაქტიკულია.
არაკარკასულს კი ძირითადად კედლების მონტაჟისას იყენებენ.
ფასის მხრივ, ცხადია არაკარკასული უფრო ბიუჯეტური ჯდება, ამავდროულად უფრო მარტივიცაა კონსტრუქციების აგებასთან შედარებით, თუმცა გიფსო კარდონის გაკვრა კედელზე მაინც მოითხოვს გამოცდილებას, წებო თანაბრად უნდა გავანაწილოთ კედელზე, მყარად უნდა დავაფიქსიროთ ფირფიტა და დავიცვათ სისწორის პრინციპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ფილების გადახრა და არასწორი კონსტრუქციის მიღება. ამიტომაც ამ მეთოდის გამოყენებისასაც აუცილებლად ისარგებლეთ პროფესიონალი ხელოსნის მომსახურების სერვისით.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ანგარიშდება თაბაშირ მუყაოს ხელობის ფასი?

 თაბაშირ მუყაოს ხელობის ფასი სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით გამოითვლება და ფიქსირებული არ არის, ღირებულება ანგარიშდება ფართის ანუ კვადრატული მეტრის მიხედვით. 
ზუსტი ხარჯების დასადგენად გირჩევთ მიმართოთ თაბაშირ მუყაოს ხელოსანს, მათ მოძიებაში  Servisebi.ge დაგეხმარებათ. ჩვენს საიტზე, მოძებნეთ სერვისი, გაფილტრეთ შეთავაზებები და დავუკავშირდით შერჩეულ შემსრულებელს, განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

რა უპირატესობა აქვს ცეცხლგამძლე ფილების გამოყენებას?

ცეცხლგამძლე ფილები გამოიყენება ხანძრის რისკის შემცველ სივრცეებში, რადგან მათ აქვთ მაღალი ტემპერატურისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი და შეუძლიათ ცეცხლის ალის გავრცელების შეზღუდვა.
ძირითადად არის წითელი ან ვარდისფერი ფერის და ქართულ სამშებელო ბაზარზეც აქტიურად შეხვდებით.

რა განსხვავებაა უკარკასო და კარკასულ მონტაჟს შორის, რომელი სჯობს?

უკარკასო მონტაჟის დროს თაბაშირ მუყაოს ფილები უშუალოდ კედლის ზედაპირზე ეკვრება წებოთი ან სპეციალური ქაფით,დამატებითი კონსტრუქციის გარეშე გარეშე.
კარკასული მონტაჟისას კი ჯერ იგება ლითონის ან ხის პროფილებისგან კარკასი, შემდეგ ამ კონსტრუქციაზე იკვრება თაბაშირ მუყაოს ფილები. 
კარკასული მონტაჟის უპირატესობებია:
▶ კომუნიკაციების (სადენები, მილები) მარტივად დამალვა კონსტრუქციაში, რაც ესთეტიკურად უფრო მიმზიდველია.
▶ იძლევა მრავალფეროვანი დიზაინის შესაძლებლობებს, მათ შორის განათების მოწყობილობების ინტეგრირებას.

უკარკასო უფრო ბიუჯეტური მეთოდია, თუმცა არანაკლებ შრომატევადი:
 სჭირდება
▶ ზედაპირის მომზადება - საჭიროა კედლების/ჭერის გასუფთავება ძველი საღებავის, ჭუჭყის და სხვა ნარჩენებისგან. ზედაპირი უნდა იყოს სწორი, დაბზარულის შემთხვევაში საჭიროა ბზარების გასწორება.
▶ ფილის მყარი დაფიქსირება სწორი მიმართულებით
რაც მოითხოვს შესაბამის გამოცდილებასა და უნარებს.

რა არის თაბაშირ მუყაოს უპირატესობები?

უპირატესობებია: კარგი თერმოიზოლაციის უნარი, ფილების ასე თუ ისე მრავალფეროვანი არჩევანი, საიმედოობა, ეკოლოგიურად სუფთა მასალა და ხანგრძლივად გამოყენების ვადა.